რისგან იქმნება სურნელი? არომატის დნმ

14 May, 2020

რისგან იქმნება სურნელი? არომატის დნმ

ალბათ იცით, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ყველაფერს არ ამბობს. ერთი შეყნოსვით ვერ მიხვდებით არომატთა სრულ შემადგენლობას, რადგან არომატი ბევრი ინგრედიენტის კომპოზიციას წამოადგენს.

სურნელი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ და როდის გრძნობთ მას. სურნელი თავისთავად სუბიექტურია - ადამიანი, რომელიც გადის გრძნობების და გამოცდილების საკუთარ გზას, სხვაგვარად აღიქვამს სურნელს, ვიდრე მეორე ადამიანი, რომელსაც განსხვავებული გამოცდილება და განწყობები აქვს. არომატს შეუძლია შორს გამოგზაუროთ, სხვაგან გადაგიყვანოთ, გრძნობები გაგიღვივოთ, რეალობის აღქმა შეგიცვალოთ...

მიუხედავად ამისა, არომატი მაინც ხელშესახები და რეალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბუნებაში არსებული მასალის ნაკრებს წარმოადგენს. სურნელი იქმნება ბუნებრივი მცენარეული მასალის და ეთერზეთების, ადამიანის მიერ შექმნილი მოლეკულების, ალდეჰიდების და მცენარეული ზეთების ან ალკოჰოლის გამხსნელების კომბინაციით. ხშირ შემთხვევაში თუ არომა-ინსდუსტიაში კარგად განსწავლული არ ხართ, არომატის შემადგენელი მოლეკულური კომპონენტების ჩამოთვლა ისე არ მოგხიბლავთ, როგორც სურნელების კომბინაციის, სურნელის ნოტის ან თემის დასახელება, მაგალითისთვის სველი მიწის სურნელი, დანამული ქუჩის სურნელოვანი აკორდი, ან ოზონური, იგივე ოკეანის სურნელი კოკისპირული წვიმის შემდეგ. მე-19 საუკუნემდე, სანამ თანამედროვე პარფიუმერია განვითარდებოდა და ადამიანის მიერ შექმნილი ინგრედიენტები პოპულარობას მოიხვეჭდა, არომატების წარმოების ერთადერთი - ბუნებრივი წყარო არსებობდა, მცენარეები და ყვავილები. დღეს არომატები მზადდება როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური კომპონენტების შერევით, რაც ინოვაციას, შემოქმედებითობას და აღმოჩენებს უხსნის გზას.

სურნელის ბუნებრივი საშუალებებია ეთერზეთები და მცენარეული ექსტრაქტები, რომელთა მიღება ხდება პირდაპირ ბუნებიდან ყვავილების, ნაყოფის, ბალახის, ფესვის, ფისის, ხილის და სუნელების დისტილაციის ან დაწურვის მეთოდით. თუმცა ყველა მცენარეული წყარო არ იძლევა პარფიუმერიაში გამოსადეგ არომატულ ნაერთს - არომატული ბუნებრივი ინგრედიენტის რაოდენობა ხომ 200-ზე ცოტა მეტია. ერთ-ერთი მცენარე, რომლისგანაც ეთერზეთის მიღება შეუძლებელია მაისის შროშანია, ამიტომ მისი ბუნებრივი სურნელის ასლის მიღება ლაბორატორიებში ხდება. სინთეზური ნივთიერებები გამოიყენება ასევე ახალი ინგრედიენტების შესაქმნელად, რაც აფართოებს არომატის კრეატიულ პოტენციალს. დღეს არსებულ მრავალ არომატში შესულია სინთეზური ნოტები, რაც სურნელს უფრო სტაბილურს, თანმიმდევრულს ხდის და ანიჭებს თავისუფლებას ისე, რომ ბუნებას არ მიადგეს ზიანი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანამედროვე პარფიუმერულ ინდუსტრიაში, სინთეზური არ ნიშნავს მავნეს ან ტოქსიკურს, არც ბუნებრივია ყოველთვის სასარგებლოს და უსაფრთხოს სინონიმი. სინთეზური უბრალოდ ნიშნავს ადამიანის მიერ მოლეკულურ დონეზე ლაბორატორიებში შქმნილს და მისი შთაგონების წყარო ბუნება ან ნოვატორული იდეებია. 1800-იანი წლებიდან ქიმიკოსები სულ უფრო მეტად ოსტატდებიან ბუნებრივი ნაერთების სინთეზური ვარიაციების შექმნაში. ამან მთლიანად შეცვალა პარფიუმერული ინდუსტრია და ხელი შეუწყო არომატების უფრო ფართომასშტაბიან წარმოებას.

თანამედროვე პარფიუმერია შესაძლებელს ხდის მომხმარებლისთვის შეიქმნას სწორხაზოვანი სურნელი, უფრო დახვეწილი, ჰარმონიული და ნიუანსური. დინამიურ კომპოზიციას, მრავალფეროვან არომატებს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი სურნელი გააჩნიათ გარემოსა და ადამიანის მიხედვით. საიდუმლო კი მათ დნმ-შია.